ქართველი ემიგრანტი, ქართულ-იტალიური საემიგრაციო ცენტრის, „Centro Servizi Geo House“-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა ბოლაშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ეს დღეები მძაფრსიუჟეტიანი ფილმის პერსონაჟივით ვცხოვრობ… და როცა ასეთი ბიძგებია, მეტად უფრო შემეშინდება ხოლმე ადამიანად ყოფნა….
ჩემს მეგობარს შვილი გარდაეცვალა.. სამსახურში არხეინად მყოფს დავურეკე, – საქმე მაქვსთქო… იმისი შიშით, რომ სოციალური ქსელების მეშვეობით არ გაეგო პირადი ტრაგედია.(ესეც ხომ ამ საუკუნის უბედურება გვჭირს).
მომიწია მეთქვა, რომ მძიმედ ყავდა შვილი და უნდა გამგზავრებულიყო .. გავამგზავრეთ გუშინვე…
არ ვუჩივი ლექსიკის სიმცირეს, მაგრამ ვერ მოვძებნი სიტყვებს, ასეთი ტრაგედიების სიზუსტით გადმოსაცემად..
და ამ დროს
იგივე სამყაროში ადამიანები ერთმანეთს “ვჭამთ“, გვძულს… გვშურს… ცუდს ვინდომებთ, იაფასიანი დარდებით ვცხოვრობთ, ვჯიბრობთ, და გვავიწყდება, რომ წუთის წუთია სოფელი და …
სადღაც საავადმყოფოს თეთრ კედლებში ეპოქა რომ შექმნა ისეთი კაცი აპარატზე შეერთებული ებრძვის სიკვდილს…
სადღაც კიდევ ალბათ უარესი ამბები ხდება–ჭირი და ლხინი ხომ ძმები არიანო…
ადამიანები მაინც სამარცხვინო დარდებით ვდარდობთ, სამარცხვინო ომობანას ვთამაშობთ და ოდნავადაც არა გვრცხვენია საკუთარი სიპატარავე.
ადამიანებო გვიყვარდეს სიცოცხლე, ჩვენი თავი და ადამიანები…
მეფეს და პაიკს ერთ ყუთში რომ ყრიან, ეგ სულ გვახსოვდეს.
პ.ს. ჩემს ნინო სამნიაშვილს გამძლეობა რამენაირი“ – წერს ხათუნა ბოლაშვილი.