BREAKING

იტალია

იტალიაში ერთი უცნაური დღე აღინიშნება, რომელიც წელიწადში 12-ჯერ მეორდება

იტალიაში ერთი უცნაური დღე აღინიშნება, რომელსაც “წმინდა პაგანინი” (San Paganino”) ეწოდება.

ამ დღის უცნაურობა გამოიხატება იმაში რომ თუკი სხვა წმინდანების დღე წელიწადში ერთხელ არსებობს “San Paganino” აღინიშნება წელიწადში 12-ჯერ.

ეს დღე დაწესდა 23 აპრილს 1864 წელს, მაშინდელი ფინანსთა მინისტრ სტაბილი მინეტის დროს. როდესაც მან მთელ იტალიაში გამოსცა ბრძანება რომ 27 მაისს ნებისმიერ კერძო თუ სახელმწიფო სექტორში უნდა გაცემულიყო ხელფასები და ასე გაგრძელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში.

ამ დღეს იტალიის მოქალაქეებმა ხუმრობით “San Paganino.” (ფუძეს იღებს ზმნა pagare – გადახდა) უწოდეს.

ჰოდა ჩემო ძვირფასებო თქვენი “სან პაგანინო” არის თქვენი ხელფასის დღე. თუკი თქვენს “დატორე დი ლავოროს” ხელფასის მოცემა დაავიწყდება შეგიძლიათ შეახსენოთ და ხუმრობით უთხრათ რომ, oggi è il giorno di San Paganino . (ოჯჯი ე ილ ჯორნო დი სან პაგანინო) ყველას გისურვებთ თქვენი ხელფასების გაორმაგებას. 

ავტორი: ირმა მაისურაძე, იტალია, ბარი

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts