საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7257 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7230 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9885 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9909 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულებაც 0.0796 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 10 ოქტომბერს შევა ძალაში.