დღესვე უნდა წახვიდეო უბრძანა ბრმა ქალბატონმა თავის მომვლელს რომელსაც მე ვცვლიდი და რომელიც წესით ერთი კვირა ჩემთან ერთად უნდა ყოფილიყო რომ მე მივჩვეულიყავი მასთან ერთად ცხოვრებას, მენახა მაღაზიები, ბანკი პოლიკლინიკა ყველაფერი რასთანაც შეხება უნდა მქონოდა ანუ რადგან მე ამ ბრმა ქალის თვალიცა და ფეხიც, ყურიცა და ხელიც უნდა ვყოფილიყავი საოჯახო საქმეებში, უბრალოდ მხოლოდ თავისი თავის მოვლა შეეძლო და დადგმული თეფშიდან ჭამა…
ისე ცუდად გავხდი მეგონა დავიხრჩვებოდი. წინასწარ დავილაპარაკეთ ლანა ანუ ყოფილი მომვლელი 1 კვირა გვიანამდე დარჩემოდა ჩემს გვერდით, თუმც არ ვიცი რაღაც იეჭვა რაღაც იეგოისტა და დაითხოვა ლანა. შენ რა ოჯახი არ გქონიაოო რაა საშიშიო ერთად ვიქნებითო, იმ დონენმდე ამიყვანა შიშმა ცახცახი დავიწყე, მერე შემრცხვა და მივენდე ბედს. ეს პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში… ურთულესი ორი დღე გავიარე მასთან ერთად, მეგონა შინდლერის სიაში მოვხვდი ეს ბრმა ქალბატონი რომელიც ბოკალით სვამდა წამლისთვის წყალს და მადამ პამპადურის ტყუპისცალს ჩამოჰგავდა წნეხში მატარებდა. გამომკითხა მთელი გენეტიკა, სოფლიდან ჩემი წარმოშობა მანდამაინც არ მოეწონა, არც 40 გრადუს სიცხეში საღამოობით აბაზანაში ძილის წინ შხაპის მირება, სმენა ჰქონდა მაქსიმალურზე მაქსიმალური, მეგონა ყურებიდან ხედავდა კიარ ისმენდა. ფილმის ყურება ანუ სმენა დაიწყო და პერსონაჟებზე საუბარს მთხობდა, რა ეცვათ და რას შვებოდნენ…
ჩემი მოთმინენა პიკს აღწევდა. მივხვდი რო ჯოჯოხეთში ვიყავი… არაა საჭირო ბებოს დაძახება მოხუცებზე რა მისი შვილისვილები ხართო, არც ქართული ერთი სიტყვა არ მაინტერესებსო, თანდათან ამჟღავნებდა აგრესიას ქართველების მიმართ. ვინაც დაურეკა ყველასთან მაქებდა უტკბიკესი „ტიეტა“ მოვიდაო ანუ არც „ტეონა“ არც თეა, „ტიეტა“ ვიყავი მისთვის …
დილა რომელიც გათენდა, მესამე დღეს რაღაც არეული იყო ბრმა ქალბატონისთვის, გავედი მისაღებში იჯდა და რო მივუახლოვდი ტირილი დაიწყო. ტირილით ამბობს, – შენ ტკბილი კარგი ადამიანი ხარ სამწუხაროა მაგრამ ერთმანეთს ვერ გავუგებთო, არ ვიცი მომესმა თუ მართლა გავიგონე, მე ვიცოდი მსგავს სამსახურში ვერ გავძლებდი და შეიძლება ფსიქიკა შემრყეოდა და მისმა სიტყვება სიხარულისაგან გადამრია, ანუუ უნდა წავიდე? ვეკითხები, -კიო მპასუხობს და მთხოვს ყოფილ მომვლელს დავურეკო რომ მივიდეს… არ ვიცი არ მაინტერესებდა სად მივდიოდი რა დრო იყო, უმუშევარი ვრჩებოდი თუ რა ვიცოდი რომ უნდა გავქცეულიყავი. მითხრა, – ასე ადრიანად სააგენტოს არ გააგებინო, მერე მისწერეო. შენ ენა არ იცი კარგად და მე მაგიტომ გიშვებო, ხო არ იცი ენაოოო და თან ამ კითხვებით არ მშორდებოდა… ტანსამელს ვალაგებდი ბედნიერი და ვტიროდი. ამ ორ დღეში მადამ პამოადურმა ორი ბრძანება გასცა: ჯერ ძველი მომვლელი ადრიანად გაუშვა და მერე ღამით ბევრი ფიქრის მერე მე სამუდამოდ დამემშვიდობა …
მოვიდა ვისაც უნდა შევეცვალე, – რა დაემართაო მანიშნა ხელით, მე მწარე ღიმილი გადამეფინა სახეზე და პირჯვარი გადავიწერე მადლობა ღმერთს რო გავდივართქო…
არ ვიცი რაა ემიგრანტის ცხოვრება, გამოცდა, ემოციების მართვა, სისასტიკე, მოულოდნელობებით სავსე სავალი გზა, უპატრონობა თუ რა, ერთია რომ როცა ვინმეს არ მოსწონხარ ენასაც გიწუნებენ და თვალების ფახულსაც, ქართულ სიტყვასაც გიკრძალავენ და ქართულად ღიღინსაც, პირველად არ შემეცოდა ბრმა რადგან იგი ჩვეულებრივი აუტანელი მადამ პამპადური იყო….
ქართველებო მოდით, ის სამი დღე კიარა, სამი საათიც არ გავჩერდეთ მსგავს საზიზღარ ადამიანებთან სამუშაოთ და თუ მეც გავჩერდი შემომილაწუნეთ და გამომათრიეთ ჯოჯოხეთიდან!
თეონა ჭანტურია/ემიგრანტი იტალიაში
ამას ვერავინ გაიგებს,ისევ ემიგრანტის გარდა,სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ…