როგორ მივიღოთ იტალიაში ლეგალურად მუშაობის და ცხოვრების უფლება?

aprioritv

decreto flussi

დღეს განვიხილოთ ჩვენთვის ყველაზე მოთხოვნადი სექტორი – ოჯახის დამხმარე და მომვლელის პოზიცია და ფლუსი 2023/25 საჭირო რეკვიზიტები და პროცედურა.

იტალიის ქართველ ემიგრანტებს ამ და სხვა საჭირო საკითხების შესახებ სრულფასოვან ინფორმაციას Centro servizi Geo House აწვდის.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ფლუსის პროცედურა, სანატორიის პროცედურისგან განსხვავებით, არ ითვალისწინებს აქ მყოფი და მომუშავე ადამიანების ლეგალიზების პროცესს, ამიტომ თუ გაქვთ მოთხოვნა რაიმე სახის საბუთზე, მაგალითად როგორიც არის თავშესაფარი, სამწუხაროდ არ უნდა გააგზავნინოთ თქვენს დამსაქმებლებს მოთხოვნა.

დანარჩენი კატეგორია, ანუ ვინც მუშაობს არალეგალურად და პრაქტიკა დაუსრულდება დადებითად, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საქართველოში და უკვე არსებული ავტორიზაციის საფუძველზე დაბრუნდეს იტალიაში იტალიის საკონსულოს მიერ გაცემული სამუშაო ვიზით.

მეორე და მნიშვნელოვანი განსხვავება სანატორიის პროცედურისგან არის ის, რომ დაკმაყოფილდება გარკვეული რაოდენობა, წინასწარ გაწერილი კვოტებით, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ შესაძლებელია ყველა რეკვიზიტი იყოს დამაკმაყოფილებელი , მაგრამ ვერ მოხვდეთ რაოდენობაში.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა სცადოთ. ცდას ყოველთვის აქვს აზრი!!!

დოკუმენტების ჩამონათვალი:

📌 დამსაქმებლის პირადი საბუთები მისამართის ზუსტი მითითებით;

📌 2022-23 წლის შემოსავლების დეკლარაცია–730 ან კუდი. თუ დამსაქმებელი ცხოვრობს მარტო, შემოსავალი არ უნდა იყოს 20 ათას ევროზე ნაკლები, თუ ოჯახში ცხოვრობს დამსაქმებლის გარდა სხვა პირიც , მაშინ შემოსავლის მინიმალური ზღვარი უნდა იყოს 27 ათასი ევრო. აქ მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოება – არასაკმარისი შემოსავლის შემთხვევაში ოჯახის წევრებს, რომელბიც ცხოვრობენ სხვა მისამართზე, (მაგალითად შვილები) შეუძლიათ ინტეგრირება მოახდინონ თავიაანთი შემოსავლის.

📌 თუ დამსაქმებელს აქვს პათოლოგია და მინიჭებული აქვს ინვალიდობა, მაშინ შემოსავალი მოთხოვნილი არ არის;

მნიშვნელოვან დოკუმენტად რჩება საცხოვრებლის ვარგისიანობის სერთიფიკატი – certificato idoneità alloggiativo – რომელიც უნდა გაკეთდეს იმ საცხოვრებელ ფართზე, სადაც უნდა იცხოვროს დასაქმებულმა ადამიანმა. თუ კონტრაქტის პირობები მოიცავს თანაცხოვრებას, მაშინ დამსაქმებელი აკეთებს მოთხოვნას ადგილობრივი კომუნას ტექნიკურ განყოფილებაში. თუ კონტრაქტის პირობების მიხედვით არ არის დაფიქსირებული თანაცხოვრება, მაშინ ეს დოკუმენტი უნდა გაკეთდეს იმ საცხოვრებელ ფართზე, სადაც უნდა იცხოვროს დასაქმებულმა.

სერთიფიკატის დამზადების ვადებზე არ აღელდეთ, რადგან მოთხოვნის გაგზავნის დროს საკმარისია არსებობდეს განაცხადის მოთხოვნის ფორმა. ამ სერთიფიკატზე მოთხოვნის გაგზავნა შესაძლებელია ასევე ონლაინ რეჟიმში შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე.

სავალდებულოა დამსაქმებელის განაცხადი ადგილობრივ დასაქმების ცენტრში Il centro per l’impiego, შესაბამის ვაკანსიაზე.

Comunicazione di cessione di fabbricato – სავალდებულო კომუნიკაცია შესაბამის ორგანოებში, საცხოვრებელი სახლში მასპინძლობის შესახებ – ეს კომუნიკაციაც უნდა გაკეთდეს იმ საცხოვრებელ ბინაზე, სადაც უნდა იცხოვროს დასაქმებულმა. ანუ თუ კონტრაქტის პირობები მოიცავს თანაცხოვრებას, ამ კომუნიკაციას აკეთებს დამსაქმებელი.

წელს არის სიახლეც – სავალდებულო გრაფა საცხოვრებელი ფართის საკადასტრო მონაცემების შესახებ.

დასაქმებული პირის პასპორტის ასლი

მნიშვნელოვანია ასევე დამსაქმებლის მხრიდან ფისკალურად სწორი პოზიცია სოციალური დაცვის ეროვნული ინსტიტუთან L INPS, კონკრეტულად თუკი წინა წლებში ან პარალელურ რეჟიმში მას უფიქსირდება სამუშაო კონტრაქტები სხვა დასაქმებულებთან, საშემოსავლო გადასახადი ანუ ე. წ. კონტრიბუტები უნდა ფიქსირდებოდეს გადახდილი.

პრაქტიკის მართვა ხდება ონლაინში. 2025 წლის ინსტრუქცია უფრო ციფრულია, ვიდრე წინა წლების – სავალდებულოა დამსაქმებელს ქონდეს სპეციალური ელექტრონული ფოსტა ე.წ PEC, და იყოს რეგისტრირებული ციფრული მისამართების მონაცემთა ბაზაში– AGID-Domicilio digitale. მოთხოვნის გაკეთება შესაძლებელი იქნება სპეციალური კოდის საფუძველზე, რომელსაც სამინისტროს საიტი დამსაქმებელს უგზავნის სპეციალური ელექტრონულ ფოსტის მისამართზე ანუ ე.წ PEC – ზე

1 ნომებრიდან, 30 ნომებრის ჩათვლით იტვირთება მოთხოვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე.

13 იანვრიდან, 19 იანვრამდე შესაძლებელი იქნება ატვირთული პრაქტიკების გადახედვა, შეცვლა, რაიმე დაკლებული საბუთის დამატება.

კიდევ ერთი სიახლე – გაგზავნამდე ანუ ე. წ „click day“ ყველა პრაქტიკა იქნება გადამოწმებული და ავტომატურად დაიბლოკება ყველა არასრულად წარდგენილი, ანუ ტოლერანტობა, რასაც აქამდე იჩენდა სამინისტრო და პრეფექტურები – დაკლებული საბუთის შემდგომ წარდგენის სახით, განულდა. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყურადღებას და დოკუმენტალურად მაქსიმალურად მზაობას პრაქტიკების ატვირთვის დროს.

7 თებერვლიდან მოხდება გადაგზავნა ე. წ „click day“, პრაქტიკების გაგზავნა შესაძლებელია 2025 წლის 31 დეკემბრამდე. მაგრამ ვინაიდან ამ სექტორისთვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობა საკმაოდ შეზღუდულია, მნიშვნელოვანი ფაქტორია მოთხოვნის დროულად გადაგზავნა.

მოთხოვნის სპეციალურ მოდულს, რომელიც წარმოდგენილია სამინისტროს საიტზე მიბმულ ფაილებად ეტვირთება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი აუცილებელი დოკუმენტის ასლი.

მოთხოვნის გაგზავნიდან მონიტორინგი ხდება ასევე ონლაინში.

პრაქტიკის წარმატებით დასრულება –ეს არის ავტორიზაცია ანუ ნულა ოსტა, რომლის ელექტრონული ვერსია ავტომატურად იგზავნება დასასაქმებელი პირის ქვეყნის იტალიის საკონსულოში, საიდანაც ხდება სამუშაო ვიზის გაცემა.

დასასაქმებელი პირი იტალიაში შემოსვლიდან 8 დღის განმავლობაში დამსაქმებელთან ერთად ცხადდება პრეფექტურის საემიგრაციო განყოფილებაში, სადაც მოხდება კონტრაქტის ხელისმოწერა და სამუშაო უფლების განაცხადის მომზადება პოლიციის განყოფილებისათვის.

რაც შეეხება ვადებს, როგორც მიღებული კანონი გვპირდება, მოხდა პროცესის გამარტივება და 60 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს დასრულება – ანუ დამსაქმებელი მიიღებს პასუხს –დადებითს ან უარყოფითს.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება ოჯახის დამხმარე და მოხუცის მომველის პოზიცაზე განაცხადებს, მომართვიანობიდან გამომდინარე.

სწორი ინფორმაცია თავიდან აგვარიდებს უსაფუძვლო ნერვიულობას, შეცდომებს და არარეალურ მოლოდინებს

Centro servizi Geo House-მუდან თქვენს სამსახურში!

ამავე თემაზე:

🔴 ყველაფერი “Decreto Flussi“-ის შესახებ

Exit mobile version