29 წლის თამარ მიროტაძე იტალიაში 2016 წელს ჩამოვიდა. მიზანი კი სწავლა და საკუთარი იდეების განხორციელება იყო. მას აქ დედა დახდვა, რომელიც მასზე 4 წლით ადრე გახდა ემიგრანტი ,,ურთულესი პერიოდი გამოვიარეთ, დავკარგე მამა, ჩემი პატარა ძმის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე და აღმოვჩნდი სრულიად სხვა რეალობაში. ახალმა გარემოებამ გამაძლიერა, რაც მთავარია საკუთარი თავის და მომავლის იმედი არ დამიკარგავს. შეუფასებელია დედაჩემის და ჩემი ოჯახის წევრების თანადგომა. ბედნიერი და იღბლიანი ვარ, რომ ისინი ჩემს ცხოვრებაში არსებობენ. მათ გარეშე არაფერი გამომივიდოდა.“- გვიყვება თამარი
თამარმა შეძლო და ბარის სამხატვრო აკადემია წარმატებით დაასრულა. მან ბაკალავრიატი და მაგისტატურა გრაფიკული დიზაინის განხით დახურა . უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა რედაქციაში დაიწყო. ,,მივიღე უდიდესი გამოცდილება. ეს ჩემი პროფესიული განვითარებისთვის ძალიან საპასუხისმგებლო, მაგრამ ამავდროულად საუკეთესო გზა იყო.” იგი ასევე აგრძელებს ბარის უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტად მუშაობას.
თამარი ამბობს ,რომ ყველაზე რთული იტალიურ ბიუროკრიატასთან გამკლავება აღმოჩნდა. მისივე თქმით, ახალი მეგობრების პოვნა არ გასჭირვებია. ,, საბედნიეროდ ძალიან გამიმართლა. მყავს ასევე იტალიელი მეგობრები, რომლებიც არაჩვეულებრივი ადამიანები არიან და გამოირჩევიან მაღალი ღირებულებებით”
იცხოვრებს თუ არა საქართველოში? თამარის თქმით, იგი უახლოეს მომავალში სამუდამოდ დაბრუნებას არ გეგმავს, მაგრამ მომავალში ის მშობლიურ ქვეყანაში გააგრძელებს ცხოვრებას.
,,იბრძოლეთ დაუღალავი შრომით თქვენი მიზნებისთვის და არასოდეს დანებდეთ” – ამ რჩევას თამარი ახალგაზრდა ემიგრაანტებს აძლევს. მისივე თქმით, სწორედ ეკონომიური სიდუხჭირე და იუმედობაა მიზეზი, რის გამოც ემიგრანტები საქართველოში დაბრუნებას ვერ ბედავენ.
სტატია მოამზადა ნინო ბოლაშვილმა
აგრეთვე დაგაინტერესებთ: